გაკვეთილის  მთავარი  თემა
მთელი რიცხვები
სწავლების  საფეხური (კლასი)
VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 7(შვიდიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  5(ხუთი) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
შეისწავლონ  მთელი რიცხვები; შეეძლოს მათი გამოსახვა რიცხვით წრფეზე. შეძლოს მიღებული ცოდნისა და სათანადო უნარების აქტიურად გამოყენება პრაქტიკული სახის ამოცანების გადაწყვეტაში.
წინასწარი  ცოდნა
●იცის ნატურალური რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა და გამოყენება;
●იცის წილადი რიცხვები და მათზე მოქმედებები;
●იცის ათწილადები და მათზე მოქმედებები;
●იცის რიცხვით წრფეზე ნატურალური , წილადი და ათწილადი რიცხვების გამოსახვა;
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
გამოვიყენებ თვალსჩინოებას და კლასს თერმომეტრის დახმარაბით ავუხსნი უარყოფით მთელ რიცხვებს. ამის შემდეგ ვაძლევ დავალებას, ჩათვალონ რომ თერმომეტრის თითოეული დანაყოფი არის ერთი ერთეული, მარჯვნივ გადაზომონ დადებითი რიცხვები, მარცხნივ უარყოფით რიცხვები და საშინაო რვეულში თერმომეტრზე დაკვირვებით გამოსახონ მთელი დადებით და მთელი უარყოფითი რიცხვები  რიცხვით წრფეზე. (7 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ ჯგუფებს 11 -14 ამოცანებს და თითოულ ჯგუფის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის საფუძველზე მათი საჭიროებების მიხედვით დავუსვამ შესაბამის კითხვებს.ასევე თითოეულ ჯგუფს ჩამოვაყალიბებინებ წესს მთელი რიცხვების  და მათი რიცხვით წრფეზე გამოსახვის შესახებ.(12წთ.)
●მთელ კლასთან ერთად ვიმსჯელებ მთლი რიცხვების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით ანუ იმ სიტუაციებზე რის ასაღწერადაც შეიძლება გამოვიყენოთ ისინი.მაგალითად, როგორ აღვწეროთ
-10 ქულის მომატება: +10
-10 ქულის დაკლება:  -10
-100-ის ზემოთ:  +10
-100-ის ქვემოთ:  -10
-10 საფეხურით მაღლა:  +10
-10 საფეხურით დაბლა:  -10
 და ასე შემდეგ..
(9 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ რიცხვების ჩაწერის სხვადასხა  ხერხებს.(7  წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალებთან დაკავშირებით.(3წთ)